N2 საჯარო სკოლა
პრაქტიკული კვლევა
თემა: „საშინაო დავალების როლი
სიღრმისეული სწავლების პროცესში"
„მიზნისკენ სწორად გავლილი გზა ბრძოლაა საკუთარი
კეთილდღეობისთვის...“
საგანი: საზოგადოებრივი
მეცნიერებები;
უცხო ენა (რუსული ენა);
მასწავლებლები: ია ჩადუნელი
მარინე ლაბაძე
მარინე ეგნატაშვილი
2017-2018 სასწავლო წელი
პეაქტიკული კვლევა..........................................................................................................................2
შესავალი...............................................................................................................................................3
თავი
1....................................................................................................................................................4
კვლევის მიზანი და ამოცანები.........................................................................................................4
1-1
მოკლე
ინფორმაცია მკვლევარი მასწავლებლებისა და საკვლევი ობიექტების შესახებ..................................................................................................................................4
1-2
საკვლევი საკითხის აქტუალურობა................................................................................5
1-3
საშინაო დავალებაზე მუშაობის პრაქტიკა და მასთან დაკავშირებული
სირთულეები.......................................................................................................................6
1-4
კვლევის მიზანი...................................................................................................................7
1-5
საკვლევი კითხვები.............................................................................................................7
თავი 2 - პრაქტიკული
კვლევის არსი...............................................................................................7
თავი 3
- ლიტერეტურის მიმოხილვა...............................................................................................8
3-1 ლიტერატურის ანალიზი.................................................................................................12
თავი 4 - მეთოდოლოგია....................................................................................................................14
4-1 კვლევის სამიზნე ჯგუფი..................................................................................................14
4-2 მონაცემების შეგროვება.....................................................................................................15
4-3 კვლევის ვადები.................................................................................................................15
თავი 5 - კვლევის
შედეგები..............................................................................................................16
5-1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი................................................................................16
თავი 6 - ინტერვენციის
აღწერა და მისი შედეგები.....................................................................22
6-1 ინტერვენციები.................................................................................................................22
6-2 ინტერვენციის შეფასების მეთოდები..........................................................................26
6-3 ინტერვენციის შეფასება................................................................................................26
თავი 7 - მიგნებები,
რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები..........................................27
7-1 დასკვნები და რეკომენდაციები.....................................................................................29
7-2 მიგნებები............................................................................................................................30
გამოყენებული
ლიტერეტურა:..........................................................................................................32
დანართები.
.........................................................................................................................................34
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი
წარმოადგენს ხაშურისდავით კაკიაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებებისა
და უცხოურიენის კათედრის მასწავლებლების მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს,
რომელიც წარმოადგინა აღნიშნული კათედრის რამდენიმე მასწავლებელმა:
ია ჩადუნელი
მარინე ლაბაძე
მარინე ეგნატაშვილი
ნაშრომი შედგება შვიდი თავისგან
თავი
1. კვლევის მიზანი და ამოცანები
თავი
2. პრაქტიკული კვლევის არსი
და მისი დანერგვა
თავი
3. საკითხის ირგვლივ არსებული
ლიტერატურის მიმოხილვა
თავი
4. მონაცემთა შეგროვება
თავი
5. კვლევის საფუძველზე მიღებული
შედეგების ანალიზი
თავი
6. ინტერვენციის დაგეგმვა,
განხორციელება და შეფასების ეტაპები
თავი
7. კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები
და ნაკლოვანებები
თავი - პირველი
კვლევის მიზანი და ამოცანები
1-1
მოკლე
ინფორმაცია მკვლევარი მასწავლებლების და
საკვლევი ობიექტების შესახებ
კვლევის ჩატარება გადავწყვიტეთ ისტორიისა და
რუსული ენის მასწავლებლებმა:
ია ჩადუნელი
(ისტორიკოსი)
მარინე ლაბაძე
(ისტორიკოსი)
მარინე ეგნატაშვილი
(რუსული ენა)
კვლევის ობიექტად ავირჩიეთ
მე-2 საჯარო სკოლის
მე-5 და მე-6, მე-8 „ა“ და მე-8 „ბ“კლასების მოსწავლეები
პედაგოგები: ია ჩადუნელი
მარინე
ლაბაძე
მე-9 და მე-8 „ა“კლასებისმოსწავლეები
პედაგოგი მარინე ეგნატაშვილი)
1-2 საკვლევი თემის აქტუალურობა
„ცოდნა წყაროა ცხოვრების,
სიბრძნე-მისი ნაკადული
და ნაყოფი მათი ერთად
შვება, ლხენა, სიხარული..“
აკაკი წერეთელი
„ნებისმიერ მდგომარეობაში მოიპოვება რაიმე სანუგეშო,
უბრალოდ ძებნა არის საჭირო...“
დანიელ
დელფო
„გასაჭირი-სიმამაცის საცდელი ქვაა...
სენეკა
„განივითარეთ საკუთარი
ძლიერი მხარეები“
დონალდ
ტრამპი
„...კარგი პერიოდი არის შედეგი დაუღალავი შრომის, წარსულში
მუდმივი თავგანწირვის, დღევანდელი გაკეთებული ხვალინდელ ცხოვრებასმოიტანს შედეგად,
ხვალ თუ გვსურს მივიღოთ ნაყოფი,დათესეთ ყოველდღე, არ მოვადუნოთ ოდნავადაც კონცეტრაცია“(დონალდ
ტრამპი)...
მიზნისკენ სწორად განვლილი გზა არის უფრო ძვირფასი,
ვიდრე მისი მიღწევა...კეთილდღეობა-ბრძოლაა, ბრძოლა, რომელიც გვეხმარება სიძნელეების
სიხარულით, იმედით გადალახვაში და გვასწავლის
ცხოვრების მძიმე პერიოდები აღვიქვათ არა როგორც კატასტროფა ან სასჯელი, არამედ,
როგორც სასარგებლო გაკვეთილი! განვივითაროთ საკუთარი ძლიერი მხარეები-ნიშნავს ვისწავლოთ
სკოლაშიც და სახლშიც, ოღონდ ხალისით,- ნებისმიერ მდგომარეობაში მოიპოვება რაიმე სანუგეშო, თუმცა სწავლა-სწავლების პროცესში მთავარ პრიორიტეტად
მაინც რჩება საშინაო დავალების შესრულება-ვალდებულებად ან იძულებად?
საინტერესოა რა ასპექტებზე
ახდენს იგი გავლენას-ზრდის და აფართოებს მოტივაციის, პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლად
მუშაობის უნარს, ამყარებს ცოდნას თუ მოსწავლეებს ართმევს მათთვის ძვირფას, თავისუფალ
დროს? რამდენად კონტრპროდუქტიულია საშინაო დავალებები მოსწავლის მოტივაციაზე, ინტერესსა
და აკადემიურ მოსწრებაზე???
1-3 საშინაო დავალებაზე მუშაობის პრაქტიკა და მასთან
დაკავშირებული სირთულეები
სწავლა-სწავლები სთანამედროვე
მეთოდების დანერგვას სკოლებში თან ახლავს გარკვეული სირთულეები საშინაო დავალებების
შესრულებასთან დაკავშირებით, რაში მდგომარეობს პრობლემა-დავალებების სირთულესა თუ მუცულობაში?
აფართოებს სწავლის შესაძლებლობებს და ზრდის მოსწავლეთა პასუხიმგებლობას თუ მათ შესრულებაზე
დახარჯული საათები არის ამაო და ფუჭად დახარჯული დრო?...მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ
გამოძებნონ გზა, რომელიც მათ მიანიჭებთ უპირეტესობას, აპოვნინებს გამოსავალს, გაამყარებინებს
საკუთარ პოზიციებს, მაქსიმალურად გააუმჯობესებინებს მდგომარეობას, მიანიჭებს სულიერ
სიმაღლეს. სურვილი,კი, იმისა რომ მეხსიერება მუდმივად ავარჯიშოს და ჰქონდეს მოქნილი
გონება ხელს შეუწყობს მისი ინდივიდუალური შესაძლებლობების ზრდას და საბოლოოდ დაარწმუნებს.......“ცოდნაზე
უკეთესი ცისქვეშეთში არაფერია...“
ცოდნით წელგამართული
მოსწავლეები წარმატებული გაკვეთილის ჩატარების გარანტები არიან, თუმცა მათ ესაჭიროებათ
წახალისება, კონკრეტული უნარების გამოვლენისთვის დახმარება, მასწავლებლის და მშობლის
შეთანხმებული თანამშრომლობა, ეს კი, მოსწავლეს აუმაღლებს სწავლის ხალისს, საფუძველს
შეუქმნის ხარისხიან, მყარ ცოდნას, ცოდნის გამყარება, კი, ნიშნავს ნასწავლის რეალურ
კონტექსტში წარმოდგენას და ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებას.
1-4 კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია შევისწავლოთ დაწყებით
და საბაზო საფეხურზე არასწორად მიცემული საშინაო დავალების პრობლემები და გამოვნახოთ
მისი გადაჭრის ალტერნატიული გზები, გავითვალისწინოთ მოსწავლის ასაკი, ოჯახური პირობები,
ინტერესები, კონკრეტული მოსწავლისათვის გარკვეული უნარის გამომუშავების აუცილებლობა
და დავადგინოთ რა შემთხვევაში მივიღებთ საშინაო დავალებისგან მაქსიმუმს, არის თუ არა
კავშირში საშინაო დავალება და აკადემიური მოსწრება და თუ უმჯობესდება სააზროვნო, კვლევის,
კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრის, სოციალური და თვითმართვის უნარ-ჩვევები.
1-5 საკვლევი საკითხები
·
რამდენად ეფექტურია საშინაო
დავალების მიცემა მოსწავლეებისათვის?
·
არის თუ არა
ბავშვი მზად შეძლოს იმ დავალებების შესრულება, რომელსაც სკოლაში ვაძლევთ ?
·
უარყოფითად მოქმედებს თუ არა
საშინაო დავალებების სირთულე, როცა ის არ არის ადეკვატური მათ შესაძლებლობებზე?
·
ყველაზე კარგად როგორ შეიძლება
სწავლა?
·
რა დოზით მივცეთ ბავშვებს
დავალება და რაში მდგომარეობს პრობლემა- დავალების სირთულესა თუ მის მოცულობაში?
·
იწვევს თუ არა კონფლიქტს
საშინაო დავალების შესრულება მშობლებსა და შვილებს შორის?
თავი - მეორე
პრაქტიკული კვლევის არსი
პრაქტიკული
კვლევა-ინსტრუმენტი მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაში, პრობლემასთან
მიახლოება, დაგეგმილი კვლევა-ძიებაა, რომლის
დროსაც კვლევის მონაწილე მცირე მასშტაბიანი ჩარევით საკუთარ პრაქტიკას აუმჯობესებს
, ახდენს მის შეფასებას, შეისწავლის, აანალიზებს, შეიმუშავებს გადაჭრის გზებს და იწყებს
მოქმედებას ერთობლივი მუშაობის საშუალებით.
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება კვლევის
ანგარიშის სახით. ორიენტირებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე, სწავლა-სწავლების ახალი
მეთოდოლოგიის დანერგვაზე, უზრუნველყოფს პოზიტიურ, მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო
გარემოს ფორმირებას, რაც ზრდის მოტივაციას, ჩართულობას და ქმნის ისეთ გარემოს, სადაც
მოსწავლეები პასუხიმგებლობას იღებენ საკუთარ განათლებაზე, ეჩვევიან დისციპლინას, დამოუკიდებლობას
და ცხოვრებაში დიდ წარმატებებს აღწევენ.
თავი - მესამე
ლიტერატურის მიმოხილვა
(ე.ს.გ. 2011-2017-6წ.წ.)
იიზოგადი განათლების საფეხურზე მსოფლიოს მრავალ
ქვეყანაში საშინაო დავალება სწავლების სავალდებულო ნაწილია. მისი შესრულება მოსწავლეთა
ყოველდღიური პასუხისმგებლობაა, თუმცა არის ქვეყნებიც, სადაც საშინაო დავალება იკრძალება
ან იზღუდება ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკით ან რეგულირდება შიდა სასკოლო პოლიტიკით.
„ნაკლები საშინაო დავალება=მეტი
განათლება“... არ გულისხმობს დავალების საერთოდ არ მიცემას, დავალება მივცეთ მხოლოდ
ისეთი ფორმით, რომ სახლში დაბრუნებული მოსწავლისთვის მისი შესრულება არ იწვევდეს სტრესს,
მიცემულ ვალდებულებას უნდა ასრულებდეს იდეალურად, ყოველგვარი წესის დაცვით და საიმოვნებით.
ფსიგოლოგი მასწავლებელი და მკვლევარი ლინ კოლინზის აზრით, კი, საშინაო დავალებები ანელებს
ზოგადი განათლების მიღების ბუნებრივ პროცესს, ბავშვებს აღარ აქვთ მოტივაცია, დრო და
ენერგია რომ თავისუფალი ზოგადი ინფორმაცია მიიღონ ინტერესისმებრ. ფინური განათლების
მოდელის თანახმადაც არ აძლევენ დაწყებით კლასებში დავალებას საერთოდ, სწავლა ძირითადად
დამოკიდებულია თამაშის სახალისო ტექნიკებზე...
... და მაინც რამ განაპირობა
ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება დავალებისადმი სასკოლო განათლების სისტემაში? არსებობს
თუ არა ისეთი მიდგომები, რომლებსაც გამოკვეთილად ექნებათ გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე?
საჭიროა აუცილებლად განვსაზღვროთ, თუ რა ასპექტებზე შეიძლება მოახდინოს დადებითი და
უარყოფითი გავლენა საშინაო დავალებამ, შეძლებს,კი,
იგი მოსწავლის დაინტერესებას, მოტივაციის,
პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას, ცოდნის გამყარებას, საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა-
ჩართულობას, დამოუკიდებლად და კლასგარეშე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას?
სწორად შერჩეულ საშინაო
დავალებაზეა დამოკიდებული მოსწავლის სკოლაში წარმატებულება, გამოცდილების მიღება, პასუხისმგებლობის
გრძნობის ამაღლება, ბავშვმა კარგად უნდა გააცნობიეროს დავალების შესრულების აუცილებლობა,
ამისათვის კი, სასურველია მას გამოვუმუშაოთ გაკვეთილებისადმი და საშინაო დავალებისადმი,
როგორც მისთვის მნიშვნელოვანი საქმისადმი, კეთილსინდისიერი მიდგომა და შეთანხმებულად,
მოსწავლესთან, დავიცვათ გარკვეული წესები და ვალდებულებები,მივაჩვიოთ რეჟიმს, სისტემატურობას
და ორგანიზებულებას, თუმცა სასურველია:
·
სკოლიდან დაბრუნებულს მივცეთ „ამოსუნთქვის“
საშუალება, დავასვენოთ, რათა ნელ-ნელა გადმოერთოს სასკოლო რეჟიმიდან ოჯახურ გარემოზე;
·
დავალებების
შესრულება დავაწყებინოთ მარტივიდან რთულისკენ პრინციპით, რადგან ფსიქოლოგების აზრით
რთული დავალების შესრულებას ჭირდება დიდი დრო, ძალისხმევა , ბავშვი იღლება, თავს წარუმატებლად
თვლის და თვითშეფასება ეცემა და უჩნდება სურვილი დავალების შესრულებას თავი აარიდოს,
ამასთანავე არ უნდა გადავტვირთოთ დამატებითი სავარჯიშოებით და ამოცანებით;
·
საშინაო დავალების შესრულება
ჩვევაში უნდა გადაეზარდოს, მართალია დიდ შრომასა
და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ვეცადოთ გარეგანი
და შინაგანი მოტივაცია ავუმაღლოთ და შევაქოთ, რაც განაპირობებს
წარმატებას, ზრდის კომპეტენციას, ცნობისმოყვარეობას, აძლიერებს თვითშეფასების
უნარს, უნერგავს თვითრწმენის, დამოუკიდებლობის, თვითრეალიზაციის სურვილს; ვეცადოთ შესრულებული
ნამუშევარი არ დავუწუნოთ, ვუთხრათ რომ გვჯერა მისი შესაძლებლობების, რაც სამომავლოდ
მოსწავლეს აუცილებლად გაიყვანს შედეგზე, მიაღწევინებს
წარმატებას, ხოლო რაც შეეხება კონკრეტული დავალებისთვის მიღებულ დამსახურებას, (ჯილდო
ან შექება), არ უნდა იყოს ზოგადი -„ყოჩაღ კარგი გოგონა (ან ბიჭი) ხარ“...შეფასება მოსწავლემ
უნდა მიიღოს დასაბუთებულად - „შენ ეს დავალება ზუსტად იმ ხერხით დამიწერე, რომელსაც
გთხოვდით; ეს პერსონაჟი მის პროტოტიპთან სწორად არის დაკავშირებული“;
მიცემული დავალების შემოწმება
ეხმარება მოსწავლეებს სწავლაში, ისინი უკეთ აცნობიერებენ რა იციან და რას მიაღწიეს,
რა უნდა გააუმჯობესონ, სწავლა კეთებისა და უკუკავშირის პროცესში მიმდინარეობს, საერთაშორისო
საგანმანათლებლო კვლევის შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია ისეთი აქტივობების
დაგეგმვა, რომლებიც უპასუხებენ კვლევით გამოვლენილ რეალურ საჭიროებებს და პრობლემებს,
უზრუნველყოფს საგნის სწავლების სრულყოფას
სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე, დავალებების მიცემა გაკვეთილის ყველაზე რთული
ნაწილია. პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ისეთი დავალებების მიცემა, რომლის
მსგავსიც კლასში მათ უკვე შეასრულეს, მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა დაარწმუნოს რომ
საშინაო დავალება აუცილებელი და მნიშვნელოვანია მათთვის, ის მხოლოდ თავისუფალი დროის
შესავსებად არ არის, დავალებას მოსწავლე სიამოვნებით
შეასრულებს თუ მასწავლებელი საინტერესოდ
ფორმულირებულ დავალებას მისცემს და მოსწავლეს განაწყობს ახლისა და ორიგინალური ინფორმაციის
მოძიებისათვის, სადაც ექნება საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა,მასწავლებელმა უნდა დაუტოვოს მოსწავლეს ინტრიგა გაკვეთილზევე-მცირე
დოზით მიაწოდოს საინტერესო მასალები, დაინტერესებული მოსწავლე კი, დავალებას შაესრულებს
სიამოვნებით და სიხარულით, ამ ფორმით შესრულებული დავალება მას ხანგრძლივად დაამახსოვრდება
დროში და დამოუკიდებლად მიაგნებს პასუხს დასმულ კითხვაზე.
საშინაო
დავალების შესრულება რომ სახალისო გავხადოთ, ასევე შესაძლებელია რეიტინგული ცხრილის
გამოკვრა თვალსაჩინო ადგილას, რაც გრძელვადიანი სამუშაოა და შედეგს მაშინვე ვერ დავინახავთ,
მაგრამ არც უშედეგოდ ჩაივლის. დიდია მასწავლებლის როლი მოსწავლის შრომისუნარიანობის,
ინტერესისა და მოტივირებულობის ჩამოყალიბებაში, ის რომ მართლაც აქტიური იყოს, ვეცადოთ
ისეთი დავალებები შევურჩიოთ, რომელსაც ადვილად დაძლევს და სიამოვნებით შეასრულებს,
ბავშვის განვითარებისა და შესასრულებელი სამუშაოს ტემპი სხვადასხვა აქვს, ამიტომ უნდა
გავითვალისწინოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, სწორად შერჩეული დავალება კი, ხელს
შეუწყობს მრავალმხრივ განვითარებას, ნაკლები იქნება იძულება, ხალისი კი-მეტი. ბავშვს
აუცილებლად უნდა დარჩეს თავისუფალი დრო თამაშისთვის, მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობისათვის.
·
განხილული
საკითხებიდან გამომდინარე, მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს დავალების სწორად შერჩევისას,
რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია,
რა დოზით დაეხმაროს შვილს, საშინაო დავალების მეშვეობით ეძლევა მშობელს საშუალება აკონტროლოს შვილის
განათლება და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს კიდეც, მშობლის ჩარევა საშინაო დავალების
მომზადების პროცესში ზრდის სწავლის ხარისხს, თუმცა ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ
კარლ კორტერის კვლევამ ცხადყო, რომ მშობლის ჩარევა არ უნდა გულისხმობდეს ზედამხედველობას
და მკაცრ კონტროლს, სიახლოვეს იყოს,ოღონდ დამოუკიდებლობა არ წაართვას, აგრძნობინოს
რომ მისგან ელის საუკეთესოს „ როდესაც მშობლები ელოდებიან მაქსიმუმს, შვილები ყოველთვის
მეტად ინდომებენ სწავლას“;
საშინაო დავალების შესრულებამ
მოსწავლე უნდა გახადოს დამოუკიდებელი, მისცეს შესაძლებლობა დაგეგმოს და პასუხი აგოს
თავის გაკეთებულზე, იყოს თანმიმდევრული და ამით აუცილებლად მიაღწევს თავისი ოცნებების
განხორციელებას, მათ „აქვთ თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა რომლის განვითარებას ხელი
უნდა შევუწყოთ“ (ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯენეტ პელეტიერი).
საშინაო დავალების
ეფექტიანობაზე პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯერალდ კეი ლეტენდრე, კი, აღნიშნავს
და დასძენს „ თუ გვსურს მივიღოთ მაქსიმუმი, უნდა მოვძებნოთ ინდივიდუალური მიდგომის
გზები საშინაო დავალების მიმართ, გავითვალისწინოთ მოსწავლის ასაკი, ოჯახური პირობები,
ინტერესები და მოცულობა“, რადგან, ექსპერტთა აზრით, საშინაო დავალების საშუალებით არის
შესაძლებელი გამოვლინდეს მოსწავლეთა ინდივიდუალური სწავლისა და შესაძლებლობების უნარი,
რათა შეირჩეს მათთან მუშაობის სასურველი ტემპი, ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება თვითონ
აირჩიონ მოცემული საგნებიდან დავალება, შეასრულონ დამოუკიდებლად და იგრძნონ პასუხისმგებლობა,
სურვილისამებრ შერჩეულ დავალებას კი, თან ახლავს მოტივაცია და შესრულების სურვილი.
საშინაო დავალების ეფექტიანობის
განსაზღვრაში დიდ როლს ასრულებს მასწავლებლის მომზადება და საშინაო დავალებების შედგენის,
გამოკითხვის და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა.
განასხვავებენ აკადემიური
და არააკადემიური ტიპის საშინაო დავალებებს. პირველ კატეგორიას განეკუთვნება: განმამტკიცებელი,
მოსამზადებელი, სააზროვნო, ინტეგრირებული და შემოქმედებითი ტიპის სასინაო დავალებები,
ხოლო არააკადემიური დავალებების კატეგორიაში ერთიანდება პიროვნული და სოციალური თვისებების
და უნარ-ჩვევების განმავითარებელი დავალებები.
·
განმამტკიცებელი საშინაო დავალების
მოცემის დროს მოსწავლეს შეიძლება დაევალოს დამატებითი ფაქტების, ცხრილების და ა.შ.
დამახსოვრება; განმამტკიცებელი დავალებები ახალი ცოდნის გამყარებას და კონკრეტულ უნარ-ჩვევაში
დახელოვნებას ემსახურება.
·
მოსასამზადებელი საშინაო დავალება
გულისხმობს საკითხავი მასალის გაცნობას, ინტერნეტ კვლევას, პრეტესტის წერას, ახალი
ამბების მოსმენას, ახალ თემატიკაზე შეკითხვების განხილვას.
·
სააზროვნო ტიპის დავალება ხელს
უწყობს მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალ
კონტექსტში ან ახლებურად გამოყენებას. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ცოდნის გამოყენება
რეალური პრობლემის გამოსაკვლევად და გადასაჭრელად.
·
ინტეგრირებული დავალება მოიცავს
პრობლემის გადაჭრის, ჰიპოთეზის განხილვის, შედარებითი და ისტორიული ანალიზის მიზეზ-შედეგობრივი
კავშირის მოძებნას.
მომავალი თაობების განათლება
უმთავრესია, ბავშვებზე ორიენტირებული განათლების სისტემა დაგვიბრუნებს მოსწავლეებს,
რომლებიც მიიღებენ სასურველ განათლებას, იქნებიან
დამოუკიდებლები, ისწავლიან საქმის დაგეგმვას და დროის უფრო ეფექტურად, რაციონალურად
გამოყენება
3-1
ლიტერეტურის ანალიზი
საშინაო დავალება სწავლა-სწავლების
ნაწილია, იგი მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გარკვეულწილად ერთმანეთთან აახლოებს.
მშობელი ჩართულია სასწავლო პროცესში, მოსწავლე იძნეს გამოცდილებას, ხდება სკოლაში წარმატებული
და არის ყოველთვის მობილიზებული, მან ყოველთვის უნდა მიიღოს მასწავლებლკისგან უკუკავშირი
ახსნა-განმარტებითი ფორმით,
„უმჯობესია დავალება
იყოს მცირე და ის გასწორდეს, ვიდრე მოცულობა იყოს დიდი და არ გასწორდეს“(კუპერი,
1989).
·
დავალებამ უნდა აღძრას მოსწავლეებში
ინტერესი;
·
უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური
ხასიათი და ადეკვატურად შეესაბამებოდეს მოსწავლეთა შესაძლებლობებს;
·
ცუდად სტრუქტურირებულმა
დავალებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლეზე და არ მოგვცეს საჭირო ეფექტი;
·
მასწავლებელმა ყურადღებით დაგეგმილი
დავალება უნდა მისცეს მოსწავლეს, რათა მისი პოტენციალი მაქსიმალურად აამუშაოს და ყველამ
ერთად მიაღწიონ წარმატებას.
მიუხედავად ამისა, ყოველთვის დავალების მომზადება
არის ძალიან რთული, მოსწავლეებს ეუფლებათ ზოგჯერ აუტანელი გრძნობა, რადგან არიან ან
დაღლილები ან უკვე გვიანია დავალების შესრულება, თუმცა სიმართლე არის ის, რომ საშინაო
დავალების კარგად მომზადება შეუძლია ყველას, მისი შესრულება სულაც არ არის ძნელი...ამისათვის
საჭიროა:
·
გონების მოკრება და დაკვირვებით,
ყურადღებით მუშაობა;
·
დავალების წერის დროს კონკრეტულად
მობილიზება და კონცეტრირება მხოლოდ ერთ დავალებაზე;
·
სასწავლო კუთხის ორიგინალურად
და საინტერესოდ მოწყობა;
·
საშინაო დავალების პრიორიტეტებად
დაყოფა მარტივიდან რთულისაკენ;
·
სასწავლო რეჟიმის გაკონტროლება
და სისტემატურობა... „ადამიანის ტვინი კუნთია, რომელიც ვარჯიშდება და ვითარდება“ (გიორგი
მდივნიშვილი);
·
გაკვეთილზე გეგმის სახით მონახაზის გაკეთება და ყურადღების
გამახვილება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელზეც საჭიროა საშინაო დავალების შესრულება.
·
საშინაო დავალების შესრულების პროცესში უნდა ჩაერთოს გაკვეთილის მსვლელობისას
გააქტიურებული სმენითი მეხსიერება.
სწორად დაგეგმილი საშინაო დავალება:
·
გააუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევებს,
კლასში ნასწავლი მასალის განმეორება-გამყარებას, გააზრებას, სწავლის ჩვევებს;
·
განავითარებას დამოუკიდებლად სწავლის, კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის
გადამუშავების, პრობლემების გადაჭრის, დროის სწორად განაწილების, კვლევისათვის აუცილებელ
უნარ-ჩვევებს, თვითდისციპლინას, სკოლისა და სწავლის პროცესისადმი დადებითად დამოკიდებულებას.
·
გაზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას, ახალი და მეტი ინფორმაციის
მიღების სურვილს, მშობელთა ჩართულობას შვილების სწავლის პროცესში;
თავი
- მეოთხე
მეთოდოლოგია
4-1 კვლევის
სამიზნე ჯგუფი
ხაშურის დავით კაკიაშვილის
სახელობის N 2 საჯარო სკოლის მე-5, მე-6, მე-8 „ა“, მე-8 „ბ“,
მე-9 კლასის მოსწავლეები;
მე-5,
მე-8 „ბ“კლასი (პედაგოგი ია ჩადუნელი)
მე-6,
მე-8 „ა“ კლასი (პედაგოგი მარინე ლაბაძე);
მე-8
„ა“, მე-9 კლასი (პედაგოგი მარინე ეგნატაშვილი);
4-2
მონაცემების შეგროვება
ფოკუს
ჯგუფი მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან
მონაცემთა შეგროვება
ინტერვენციის გასაანალიზებლად განხორციელდა ანკეტირების მეშვეობით და შეივსო კითხვარები;
(იხ. დანართები: მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხავა
N1;მშობელთა - N2; მასწავლებელთა
- N3);
4-3
კ ვ ლ ე ვ ი ს ვ ა დ ე ბ ი
N
|
აქტივობა
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
1
|
საკვლევი პრობლემის
შერჩევა
|
ü
|
|
|
|
|
|
2
|
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
ü
|
|
|
|
|
|
3
|
არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა
და ანალიზი
|
|
ü
|
|
|
|
|
4
|
კვლევის მეთოდების
შერჩევა
|
|
ü
|
|
|
|
|
5
|
კითხვარის შედგენა,
დამუშავება
|
|
ü
|
|
|
|
|
6
|
ფოკუს ჯგუფი
მოსწავლეებთან
|
|
|
ü
|
|
|
|
7
|
ანკეტირება
მშობლებთან
|
|
|
ü
|
|
|
|
8
|
ანკეტირება
მასწავლებლებთან
|
|
|
|
|
|
|
9
|
მიღებული შედეგების
ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
10
|
ინტერვენციის
დაგეგმვა
|
|
|
|
|
|
|
11
|
ინტერვენციის
განხორციელება
|
|
ü
|
ü
|
ü
|
|
|
12
|
ანკეტირება ინტერვენვიის შემდეგ
|
|
|
|
ü
|
|
|
13
|
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
|
|
|
ü
|
ü
|
|
14
|
შედეგების პრეზენტაცია კოლეგებთან, უკუკავშირი
|
|
|
|
|
ü
|
თავი - მეხუთე
კ ვ ლ
ე ვ ი ს შ ე დ ე გ ე ბ ი
5-1 გამოკითხვის
შედეგების ანალიზი
კვლევის დასაწყისში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის კითხვებით
მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვა-ტესტირების შედეგი გამოიკვეთა
და გაირკვა, რომ მოსწავლეებს ხშირად არ მოსწონთ დავალების ფორმა და შინაარსი, ისინი
მხოლოდ პასუხისმგებლობის გამო ასრულებენ მიცემულ დავალებას, და თუ, საშინაო დავალება
იქნება არჩევითი, მათთვის სასურველი და შესაბამისად,
საინტერესოც, ხალისით შეასრულებენ და არა იძულებით ან მოვალეობის მოხდის მიზნით, ეს კი, გაზრდის სწავლების
შედეგს და ცოდნის ხარისხიც იქნება ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე სტანდარტული მიდგომების
შემთხვევაში.
p.s. პირველ ეტაპზე მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა
გამოკითხვის შედეგები წარმოვადგინეთ დიაგრამებით.
საკვლევი
კლასების გამოკითხვის შედეგები
დიაგრამა
მშობლების
ანკეტური გამოკითხვა-ტესტირებისშემდეგ გამოიკვეთა, რომ მათი შვილები ასრულებენ საშინაო დავალებას დამოუკიდებლად,
რაც ძალიან კარგია, თუმცა ხალისისა და ინტერესის სურათს ვერ ხედავენ. ინფორმაციას რეგულარულად ყოველთვის ვერ იღებენ მასწავლებლისგან სუბიექტური
მიზეზების გამო, გამოკითხვამ ცხდყო, რომ მშობლებს სურთ მათი შვილების მიერ შესასრულებელი
საშინაო დავალება იყოს საინტერესო, კვლევა-ძიებასა და ინფორმაციის მოპოვებაზე ორიენტირებული,
რაც ბავშვების გონებრივ თვალსაწიერს გააფართოებს, მისცემს საშუალებას განივითარონ და
გაიღრმავონ ლოგიკური აზროვნების, მეხსიერების, მიღებული ინფორმაციის ხანგრძლივად დროში
დამახსოვრების უნარ-ჩვევები, თუმცა მასწავლებლის მიერ მიცემული შესასრულებელი დავალებაუნდა იყოს შერჩეული მოცულობისა და ბავშვის შასაძლებლობების
მიხედვით.
დიაგრამა
ფოკუს ჯგუფის კითხვებით მასწავლებელთა
ანკეტური გამოკითხვისა და გასაუბრების ჩატარების შემდეგ
დადგინდა, რომ საშინაო დავალების მიცემას მათი მხრიდან აქვს სისტემატური ხასიათი, რომელშიც
კარგად არის ჩამოყალიბებული მიზანი, ფუნქციები, შინაარსი, რათა მოსწავლეებმა მიიღონ
ახალი და მეტი ინფორმაცია, განივითარონ დამოუკიდებლად სწავლების უნარი, შეძლონ დროის
სწორად განაწილება, კრიტიკული აზროვნება, თუმცა ზოგჯერ არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა
შესაძლებლობები, ინტერესთა სფერო და დავალების მოცულობა, რაც მოსწავლეებში იწვევს უკმაყოფილებას,
ეკარგებათ მოტივაცია სიამოვნებით შეასრულონ მიცემული დავალება და დაბლა იწევს აკადემიური
მოსწრება.
აუცილებლად გასათვალიწინებელია საშინაო დავალების
მიცემისას მოსწავლეთა ინტერესები, შესაძლებლობები, უნარები, დავალების ზომა, მოტივაცია
და საშინაო დავალების შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
თავი
- მეექვსე
ინტერვენციის
აღწერა და მისი შედეგები
კვლევაში მონაწილე მასწავლებლების მიერ ერთობლივად
შემუშავებული სტრატეგიების გამოყენებით კვლევის ფარგლებში კვირაში ერთხელ მოსწავლეებს უტარდებოდათ გაკვეთილები
შერჩეული მეთოდების გამოყენებით, მიზანმიმართულად ვაკვირდებოდით სასწავლო პროცესებში
მიცემული საშინაო დავალებების შესრულებას და მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
შედგენილი გრაფიკის მიხედვით ეტაპობრივად ვცვლიდით აქტივობებსა და საშინაო დავალების
სახეებს მოსწავლეებთან შეთანხმების საფუძველზე. კვირის ბოლოს პედაგოგები ვაწყობდით
შეხვედრებს, ვიხილავდით პრობლემებს, ვახორციელებდით ინტერვენციებს, ვაანალიზებდით და
ვუზიარებდით შედეგებს კოლეგებს.
ინტერვენცია
VI
კლასში
მარინე
ლაბაძე: დაკვირვებამ და გამოკითხვებმა მიჩვენა, რომ არჩეული სტრატეგიების მიხედვით
მიცემული საშინაო დავალებები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, მატებდა მათ
სიხალისეს, ზრდიდა ჩართულობას საგაკვეთილო
პროცესშიც და თავის მხრივ, გაკვეთილები გახდა საინტერესო და სასიამოვნო.
კონკრეტულად მიცემული დავალება, VI კლასში, თემაზე: „საქართველოს
გაერთიანება - ბაგრატ III“, მოსწავლეებს მიეცათ
სამი ტიპის საშინაო დავალება:
1. გააფერადონ კონტურული
რუკა;
2. დაწერონ ესე: „დავით
კურაპალატის და იოანე მარუშისძის როლი საქართველოს გაერთიანების საქმეში“;
3. მოირგონ ტურისტული
გიდის როლი, გადმოსცენ ინფორმაცია ბაგრატ
III-ის მიერ აგებული ტაძრების შესახებ;
მიცემული საშინაო დავალებებიდან მათ უნდა შეერჩიათ
სასურველი და გაცნობოდნენ დაფაზე დაფიქსირებულ შეფასების რუბრიკებს შესაბამისი დავალებების
მიხედვით.
მოსამზადებელი დავალების ტიპმა გამოიწვია
მოსწავლეთა გააქტიურება,
მომდევნო
გაკვეთილზე მოვიდნენ მოტივირებულები და მომზადებულები
სასურველი
დავალებებით: დაწერეს ესე, შეავსეს კონტურული რუკა ლეგენდის თანხლებით
და ერთმანეთი ამოგზაურეს ბაგრატ III-ის დროინდელ საქართველოში.
აქტიური მოსწავლეები დაჯილდოვდნენ საგაკვეთილო პროცესში დამზადებული სიგელებით, რამაც
სწავლება გახადა სახალისო, საინტერესო და ხელი შეუწყო მოტივაციის ამაღლებას.
დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით
კლასში მოსწავლეებს მიეცათ არჩევითი, განმამტკიცებებლ-სააზროვნო დავალება ინტერესების
მიხედვით:
·
შექმნან კედლის გაზეთი 1918 წლის მოვლენების ამსახველი
საგაზეთო და ფოტო მასალების გამოყენებით;
·
მოამზადონ პრეზენტაცია „დამოუკიდებელი საქართველო
100 წლისაა“;
·
მოამზადონ ლექსები და სიმღერები პატრიოტულ თემაზე;
მოსწავლეები საკუთარი სურვილის მიხედვით
არჩეული დავალებების შესრულებას მოეკიდნენ
დიდი ენთუზიაზმით, საუკეთესოდ მოამზადეს ჯგუფებში მასალები და წარმოადგინეს პრეზენტაციის
სახით;
ინტერვენცია VIII კლასში
საინტერესო აღმოჩნდა მუშაობა VIII კლასში განსაკუთრებით ამ თემებზე:
·
„მეორე
მსოფლიო ომში მონაწილე ქართველი გმირები“;
·
„ბანკები,
სასაქონლო ბირჟა, ბაზარი“;
მოსწავლეებმა ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს,
მოაგროვეს მასალები სურვილისამებრ, გადაუგზავნეს ერთმანეთს ინტერნეტ-მესენჯერის დახმარებით
და წარმოადგინეს პრეზენტაციები, არჩევითმა ყოველდღიურმა დავალებებმა გაზარდა მოტივაცია,
გაახალისა და გაამრავალფეროვნა საგაკვეთილო პროცესი.
კოლეგებთან ერთად დაგეგმილი საშინაო დავალების
ტიპები დადებითად აისახა, როგორც სასწავლო პროცესზე, ასევე მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე,
განმამტკიცებელი,სააზროვნოდა ინტეგრირებული
საშინაო დავალების მიცემის დროს მოსწავლეებმა შეძლეს მიღებული ცოდნის გამყარება-განმტკიცება,
კონკრეტული უნარ-ჩვევებების გამომუშავება, ახალ თემატიკაზე საკითხების განხილვა სხვა
კონტექსტში რეალური პრობლემის გამოსაკვლევად და მოსაგვარებლად.
ინტერვენცია
V კლასში
ია ჩადუნელი:
სწავლის პროცესში მოსწავლეც და მასწავლებელიც ბედნიერი უნდა იყოს, სწავლა
სიამოვნებაა და არა რუტინა, ახლის შემეცნება ბედნიერებაა და არა დამთრგუნველი მოვალეობა,
მნიშვნელოვანია სწავლის სწავლა და ფერადი,
მხიარული დავალებების შედგენა, სწორედ იმ მიმართულებით, რომ მოსწავლე, რაც შეიძლება
მეტად გავახალისოთ, მათ ვკითხოთ რა ტიპის დავალების შესრულება ურჩევნიათ და, თანაც
ისეთი რომ სწრაფად დაასრულონ მასზე მუშაობა, რადგან დავალების ეფექტი დამოკიდებულია
მის ოდენობაზე, დავალება უნდა იყოს ინდივიდუალური ხასიათის, რათა აღძრას ინტერესი მოსწავლეებში
და მოხდეს ნასწავლის ხანგრძლივად დროში დამახსოვრება.
დაწყებით საფეხურზე მიცემული დავალება თემაზე: „საქართველოს ისტორიული ქალაქები,“ შესწავლის პარალელურად
მოსწავლეებს დაევალათ საკუთარი ქალაქის ისტორიული მონაცემების შესაგროვებლად მხარეთმცოდნეობის
მუზეუმში წასვლა, ნათესავებისგან ინტერვიუს აღება და ინტერნეტის გამოყენებით თემასთან
დაკავშირებული მასალების მოძიება.მოსამზადებელი დავალების ტიპმა,
რომლის მიზანი იყო კონკრეტული თემისათვის ინფორმაციული ფონის მომზადება, (შესაბამისი
ტექსტების წაკითხვა და საჭირო მასალის შეგროვება), არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო,
მოსწავლეებმა შეძლეს ინტერნეტ კვლევა, ახალი
ინფორმაციის
მოსმენა, დამახსოვრება, ორგანიზება, აღქმა და დროში
ხანგრძლივად
დამახსოვრება, გაიზარდა მათი მოტივაცია და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
ინტერვენციაVIII კლასში
განმამტკიცებელი, სააზროვნოდა ინტეგრირებული ტიპის საშინაო დავალებების მიცემამ და მუშაობის პროცესში კლასზე
დაკვირვებამ მიჩვენა, რომ მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს ვალდებულებები, შეაგროვეს
დამატებითი ფაქტები, შეადგინეს ცხრილები, განიმტკიცეს ახალი ცოდნა, განიხილეს ჰიპოთეზები,
მოძებნეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, ნასწავლი და შესრულებული დავალებები წარმოადგინეს
ახალ კონტექსტში და შეძლეს მიღებული ცოდნის გამოყენება კონკრეტული პრობლემის გამოსაკვლევად
და გადასაჭრელად. ამაღლდა მოტივაცია სასწავლო
პროცესში, რამაც გაზარდა კლასის მზაობა შესასწავლ საკითხებთან დაკავშირებით.
ინტერვენცია VIIIკლასში
მარინე ეგნატაშვილი : საინტერესოდ მიმდინარეობდა საშინაო დავალებების
შესრულების პროცესი VIII კლასში, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა დავალებების შესრულება თემებზე:
·
„პეტერბურგი-პეტრეს ქალაქი“;
·
„ვინ მინდა გავხდე...“
აქტიურად წარიმართა ჯგუფებში
მუშაობა კონკრეტულ საკითხებზე, მოიძიეს საინტერესო ინტერნეტ-მასალები ქ. პეტერბურგის
ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესახებ და ინდივიდუალურად დაწერეს დავალებები საკუთარი
გატაცებებისა და ინტერესების შესახებ, აღნიშნეს თუ როგორ იცვლებოდა მათი სურვილები
წლების განმავლობაში და რას ფიქრობენ მომავალ
პროფესიაზე, მოსამზადებებლ-განმამტკიცებელი დავალების შესრულებამმოსწავლეებში გამოიწვია
დიდი ინტერესი, იყვნენ აქტიური მსმენელნი და შეძლეს მოსმენილის გაანალიზება.
ინტერვენცია IX კლასში
მოსწავლეები საშინაო დავალებების
მეშვეობით თავისუფლად საუბრობენ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე,
წერენ საკუთარ მოსაზრებებს საკაცობრიო საკითხებზე,
წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით, უსმენენ და აანალიზებენ
ერთმანეთის ნააზრევს.
კვლევის პერიოდში წარმოებულმა დაკვირვებამ მიჩვენს,
რომ არჩეული ტიპისს აშინაოდავალებები იწვევდა მოტივაციის ამაღლებას და
მოსწავლეთა აქტიურად ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, მათთვის სახალისო,
სასიამოვნო და საინტერესო გახდა ყოველი გაკვეთილი,
მოსამზადებელი,ინტეგრირებული, სააზროვნო დაგ ანმამტკიცებელი ტიპის საშინაო დავალებამ ხელი შეუწყო ახალი ამბების მოსმენის,
განხილვის და გადმოცემის, კითხვისუნარ-ჩვევის განვითარებას,
საკითხავი და მოსაძიებელი ინფორმაციის
გაცნობით მოსწავლეებმა შეძლეს ახალი მასალის განმტკიცება,
დროში ხანგრძლივად დამახსოვრება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება,
ინტერნეტ-კვლევა, მიღებული ცოდნის გამოყენება რეალური საკითხების გადასაჭრელად და
ახალ თემატიკაზე საკითხების განხილვა.
6-2 ინტერვენციის შეფასების მეთოდები
ინტერვენციის შეფასებისათვის გამოვიყენეთ:
·
ანკეტირება-მოსწავლეებმა, მშობლებმა
და მასწავლებლებმა შეავსეს კითხვარები;
·
დავნერგეთ საშინაო დავალების სისტემატიურად და დროულად
შემოწმების წესი;
·
მოსწავლეთა თანაბარი და დიფერენცირებული წესით გადანაწილება
და საშინაო დავალებების ერთმანეთთან შეთანხმებით შესრულება;
·
ურთიერთდახმარების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობის მატება;
·
შედეგების ერთობლივად
გაანალიზება და თვითშეფასება-თვითკრიტიკის ფონზე მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის
დონის ზრდა;
·
კვლევის დამამთავრებელ ეტაპზე ანკეტური გამოხითხვის
ჩატარება დაგეგმილი ინტერვენციების შედეგების შეფასების მიზნით;
6-3
ინტერვენციების შეფასება
სასწავლო წლის ბოლოს,
მაის-ივნისის თვეში, კვლევის დასრულების შემდეგ სამივე პედაგოგმა ჩავატარეთ ანკეტირება
მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ინტერვენციების შედეგების შესაფასებლად (იხ.დანართები:
მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვა კვლევის დასრულების შემდეგ N1; მშობელთა-N2, კოლეგების N3);
გამოკითხვაში მონაწილეობა
მიიღეს:
Vკლასი - 23
მოსწავლე;
23 მშობელი;
VIკლასი - 22
მოსწავლე; 22 მშობელი;
VIII-ა
კლასი - 17 მოსწავლე; 16 მშობელი;
VIII-ბ კლასი - 18 მოსწავლე; 15 მშობელი
IXკლასი - 29
მოსწავლე;
25 მშობელი;
ამაღლდა მოტივაცია, შემოწმდა
ინტერვენციის ეფექტიანობა, დაკვირვებითა და გამოკითხვით დადგინდა, რომ საშინაო დავალების
შესასრულებლად გამოყენებულმა ყველა ტიპმა წარმატებულად იმუშავა კლასებში, გამოვლინდა
მოსწავლეებში თანამშრომლობითი, კომუნიკაციური და საგნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება,
საგრძნობლად გაიზარდა ჩართულობა სასწავლო-საგაკვეთილო
პროცესში, შესაბამისად გაუმჯობესდა სწავლის დონეც. კვლევაში ჩართულმა მასწავლებლებმა
მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთობლივი შეთანხმებით შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც
გამოსადეგი იქნება კოლეგებისათვის.
p.s. მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვის შედეგები
წარმოვადგინეთ დიაგრამებით.
დიაგრამა
მიგნებები, რეკომენდაციები
და კვლევის ნაკლოვანებები
7-1 დასკვნები და რეკომენდაციები
კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით დადგინდა:
·
მოსწავლეებს დავეხმაროთ და მოვაძებნინოთ ისეთი გზა,
რომელიც დაეხმარებათ და აპოვნინებს გამოსავალს საშინაო დავალების იოლად შესრულებაში,
აპოვნინებს გამოსავალს, გაუმყარებს პოზიციებს, მაქსიმალურად გაუუმჯობესებს მდგომარეობას
და მიანიჭებს სიმხნევეს;
·
საშინაო დავალების მიცემისას გავითვალისწინოთ მოსწავლეთა
შესაძლებლობები, კონკრეტული უნარები, ასაკი, რათა დავადგინოთ რა შემთხვევაში მივიღებთ
მიცემული დავალებისგან მაქსიმუმს;
·
დავადგინეთ არის თუ არა კავშირში საშინაო დავალება და
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება;
·
დავადგინეთ, რამდენად აუმჯობესებს საშინაო დავალება
სააზროვნო, კვლევის, კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრის, სოციალური და თვითმართვის უნარ-ჩვევებს;
·
სწორად დაგეგმილი საშინაო დავალება, რომელიც ორიენტირებულია
მოსწავლეთა საჭიროებებზე, სწავლა-სწავლების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვაზე, უზრუნველყოფს
პოზიტიურ სასწავლო გარემოს და ზრდის მოტივაციას, მოსწავლეები, კი თავის მხრივ, ეჩვევიან
დისციპლინას, დამოუკიდებლობას, იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ განათლებაზე და ცხოვრებაში
აღწევენ დიდ წარმატებებს;
·
მოსწავლეზე მორგებული საშინაო დავალება ეხმარება მათ
სწავლაში, უკეთესად აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს: რა იციან, რას მიაღწიეს,
რა უდნა გააუმჯობესონ;
·
საინტერესოდ ფორმულირებული საშინაო
დავალება მოსწავლეს განაწყობს ახლისა და ორიგინალური ინფორმაციის მოძიებისათვის, დავალება
სრულდება სიამოვნებით, სიხარულით, ამახსოვრდება დროში ხანგრძლივად და დამოუკიდებლად
აგნებს პასუხს დასმულ კითხვაზე;
·
მშობლების აქტიურად ჩართულობა საშინაო დავალებების შესრულების
პროცესში ზრდის სწავლის ხარისხს, კონტროლდება შვილის განათლება და მყარდება მჭიდრო
კავშირი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს
შორის;
7-2
მიგნებები
·
გაიზარდა მოსწავლეთა ინდივიდუალური სწავლისა და შესაძლებლობების
უნარი;
·
ამაღლდა მოტივაცია,
პასუხისმგებლობის გრძნობა, საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულების სურვილი;
·
მოსწავლეები გახდნენ თანმიმდევრულები, ისწავლეს საქმის
დაგეგმვა და დროის რაციონალურად, ეფექტურად გამოყენება;
·
ისწავლეს დავალებების პრიორიტეტებად დაყოფა მარტივიდან
რთულისაკენ და შეძლეს გონების მართვა-კონცეტრირება ერთ დავალებაზე;
·
ისწავლეს გაკვეთილებზე გეგმის სახით მონახაზის გაკეთება
და ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვან საკითხებზე;
·
მოსწავლეებს განუვითარდათ კრიტიკული აზროვნება, თვითდისციპლინა,
სკოლისა და სწავლის პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულება;
·
გაიზარდა მშობელთა ჩართულობა შვილების სწავლის პროცესში;
დავადგინეთ
·
საშინაო დავალება არის სწავლა-სწავლების ნაწილი, იგი მასწავლებელს, მოსწავლესა და
მშობელს ერთმანეთს აახლოებს;
·
მშობელი გარკვეულწილად ჩართულია სასწავლო
პროცესში,
·
მოსწავლე იძენს
გამოცდილებას,არის ყოველთვის მობილიზებული ხდება წარმატებული ჯერ სკოლაში და შემდეგ
საზოგადოებაში;
·
მასწავლებელი იძლევა ყურადღებით დაგეგმილ დავალებას,
რათა მოსწავლეთა პოტენციალი მაქსიმალურად აამუშაოს და აუცილებლად უნდა გასცეს უკუკავშირი
ახსნა-განმართებითი ფორმით.
გამოყენებული ლიტერატურა
1.
ი.კუტალაძე ,,საერთაშორისო
საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში“ ;თბილისი 2012.
2.
ი. კუტალაძე „სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები“;
3.
ნ. გვენეტაძე „სასწავლო რესურსის დაგეგმვა, წარმართვა“;
4.
ნემსაძე, გიგაშვილი, უჩავა „როგორ
გავაუმჯობესოთ საშინაო დავალების ეფექტიანობა“;
5.
Sputnik.ge „რამდენად ეფექტურია
საშინაო დავალება მოსწავლეებისათვის“; (sputnik-georgia.com/tips/20170809/236891249/ramdenad-efeqturia-saSina-davaleba.html);
6.
Edu.aris.ge „საშინაო დავალებით სწავლა, რომ
არ შევაძულოთ, რისი უნდა გვეშინოდეს მასწავლებლებს“;
7.
www.rogor.ge გ.
მდივნიშვილი „როგორ შევასრულოთ საშინაო დავალება“;
8.
გ. დალაქიშვილი „ნაკლები საშინაო დავალება=მეტი განათლება“;
9.
„როგორ გამოვნახო დრო საშინაო დავალებისათვის“;
10. http:/www.mastsavlebeli.ge/ინტერნეტჟურნალი
„მასწავლებელი“;
11. www.mshoblebi.ge
12. SKOLEBI.COM.
13. მ.გიორგაძე
„როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ (ციფრული რესურსიhttp://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201);
14. მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო, სამტომეული
15. ,,სწავლებისა
და სწავლის ახალი მიდგომები“ თბილისი. 2004.
16. Древелов
Х. , Хесс Д. , Век Х. Домашние задания-
М, Просвещение, 1989 г-234 стр.
კოლეგების უკუკავშირის
ანალიზი
სსიპ დავით კაკიაშვილს სახელობის ქ. ხაშურის N2 საჯარო სკოლაში
ჩატარდა პრაქტიკული კვლევა თემაზე: „საშინაო დავალების როლი სიღრმისეული სწავლების პროცესში“,
რომლის მიზანია შევისწავლოთ დაწყებით და საბაზო საფეხურზე არასწორად მიცემული
საშინაო დავალების პრობლემები და გამოვნახოთ მისი გადაჭრის ალტერნატიული გზები, გავითვალისწინოთ
მოსწავლის ასაკი, ოჯახური პირობები, ინტერესები, კონკრეტული მოსწავლისათვის გარკვეული
უნარის გამომუშავების აუცილებლობა და დავადგინოთ რა შემთხვევაში მივიღებთ საშინაო დავალებისგან
მაქსიმუმს, არის თუ არა კავშირში საშინაო დავალება და აკადემიური მოსწრება და თუ უმჯობესდება
სააზროვნო, კვლევის, კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრის, სოციალური და თვითმართვის უნარ-ჩვევები.
კვლევა განხორციელდა
2017-2018 სასწავლო წელს, გრძელდებოდა ექვსი თვის მანძილზე, (იანვარი-ივნისი), ეტაპობრივად
მიმდინარეობდა დაკვირვება საკვლევ საკითხთან დაკავშირებით, წარმოებდა მოსწავლეთა, მშობელთა
, მასწავლებელთა ანკეტური გამოკითხვები კვლევაზე მუშაობის დაწყებამდე და დასრულების
შემდეგ, რამაც თვალნათლივ აჩვენა, რომ საშინაო დავალებების ეფექტიანობას განსაზღვრავს
განმამტკიცებელი, სააზროვნო, მოსამზადებელი და ინტეგრირებული საშინაო დავალების ტიპები.
კვლევის შედეგების
გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისათვის, დაინტერესდნენ შედეგებით და აღიარეს,
რომ საშინაო დავალების სწორად ფორმულირებას და მოსწავლის ინტერესების შესაძლებლებების
გათვალისწინებას შეუძლია შეცვალოს უკეთესობისაკენ სწავლა-სწავლების ხარისხი. შესაბამისად
მოეწონათ კვლევის დროს გაწეული სამუშაოები, დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს ინტერვენციების
მეთოდებზე.
კოლეგების უკუკავშირი იყო
დადებითი, პოზიტიური, მათ აღნიშნეს, რომ მსგავს ინტერვენციებს თვითონაც
გამოიყენებენ და დანერგავენ საკუთარ პრაქტიკაში.
კვლევის
დასაწყისში ჩატარებული ანკეტური გამოკითხვის დანართები დანართი N1
დანართი2
დანართი N3
მოსწავლეთა და მშობელთა ანკეტური
გამოკითხვა კვლევის დასრულების შემდეg
დანართიN1
დანართი
N2
კვლევა :საშინაო დავალების როლი სიღრმისეული სწავლების პროცესში"
კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია
კვლევის დასრულების შემდეგ, მოვახდინეთკვლევის შედეგების გაზიარება კათედრის წევრებთან და კოლეგებთან poverpoint-ის საპრეზენტაციო ფორმატით. კოლეგები ინფორმირებულნი იყვნენ პრეზენტაციის ჩატარების თარიღზე და მითითებულ დროს მოხდა კვლევის წარდგენა და დეტალური განხილვა, კოლეგები აქტიურად ჩაერთენ ამ პროცესში და მიეცათ საშუალებასაკვლევი საკითხის ირგვლივ საკუთარი საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ წინასწარ შედგენილი უკუკავშირის კითხვარში.
კითხვარების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა რომ მასწავლებლები აღნიშნულ კვლევას და და მის მნიშვნელობას დადებითად აფასებენ, დიდია საშინაო დავალების როლი სიღრმისეული სწავლების პროცესსა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.
საუბრისას აღმოჩნდა, რომ კოლეგებს გაუჩნდათ სურვილი კვლევის დროს გამოყენებული ინტერვენციების დანერგვის საკუთარ კლასებში საგანმანათლებლო მიზნით რაც დაეხმარება მოსწავლეებს სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий